მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაგნიცკის სიაზე მუშაობა დაწყებულია. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს შეხვდა. შეხვდერის მთავარი განხილვის თემა იყო, თუ ვინ და რა კრიტერიუმებით უნდა შევიდეს აღნიშნულ სიაში. თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამდენიმე მათგანის ვინაობას ასახელბს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნბიან ისინი. ამასთან, უკვე ცნობილია ერთი მათგანის ვინაობა - იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე. ადვოკატისა და პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის განცხადებით მასალებით მტკიცდება, რომ მან მიხეილ სააკაშვილის მისამართით ადამიანის უფლებათა კონვენცია დაარღვია.