არის თუ არა ავთენტური მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს. ექსპრეზიდენტის დედა მასალის ავთენტურობას არ ადასტურებს, თუმცა უჭირს საუბარი ვინ შეიძლება იდგეს ჩანაწერის გავრცელების უკან. მმართველი პარტია მასალის ნამდვილობის დადასტურებამდე უკვე გადაჭრით ამბობს, რომ ალასანიას ფრაზები სააკაშვილის რუსეთთან კავშირებს ადასტურებს. ოპოზიცია კი ჩანაწერის შინაარსობრივ განხილვაში განხილვას არ აპირებს, თუმცა ღიად მიანიშნებს, რომ ფარული მიყურადება ქართული ოცნების ხელწერაა. რას ამბობს გიული ალასანია მასალაში და რა პოზიცია აქვს ჩანაწერში ნახსენებ გიორგი გახარიას გუნდს.