სოლედარისთვის ბრძოლის დროს უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა მტრის ლიკვიდაციისთვის არტილერია და ტაქტიკური სარაკეტო სისტემა „ტოჩკა-უ“ გამოიყენეს.
„ასზე მეტი რუსი სოლედარის ტერიტორიაზე ჯოჯოხეთში წავიდა, ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, არტილერისტებისა და რაკეტების კარგად კოორდინირებული მოქმედების წყალობით“, - აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დარტყმის შედეგად განადგურდა 100-ზე მეტი ოკუპანტი, ტყვიამფრქვევის 2 ეკიპაჟი და ნაღმმტყორცნების 2 ეკიპაჟი.