საქართველოს საჰაერო გადაზიდვების მაჩვენებელმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში თვითმფრინავით გადაზიდვებმა მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 991 მლნ დოლარი იყო, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში - 766 მლნ, ხოლო 2019 წლის 11 თვეში 903 მლნ დოლარი.
ამასთან, საქართველოდან ექსპორტზე საჰაერო გადაზიდვებით გასული წლის 11 თვეში 225 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც შეეხება იმპორტს - 805 მლნ დოლარის ღირებულების შემოვიდა.
აღსანიშანავია, რომ მსოფლიოში სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა 2022 წლის ნოემბერში, წლიური თვალსაზრისით, 13,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანგარიშში წერია.