სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები გაორმაგდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში სამოხელეო დანაშაულის 533 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 27.58% ანუ 147 შემთხვევა გაიხსნა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი ამ სახის დანაშაულის 529 ფაქტი აღირიცხა და მათგან 98, ანუ 18.53% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ფაქტები, ყველა სხვა ტიპის დანაშაული კი შემცირებულია.