საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება.
საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს, 12 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
„საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.