უკრიანაში ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ქალაქი სოლედარი რჩება. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, ოკუპანტები სოლედარის ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგს განიცდიან. ქალაქზე კონტროლის დაკარგვას არც უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს.
ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს კვლავ დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.