უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში დონეცკის ოლქში სამოქალაქო ობიექტებზე ისევ მიიტანეს. დაიბომბა ქალაქი ბახმუტიც. რაც შეეხება ქალაქ სოლედარს, ის ამ დრომდე ოკუპანტების სამიზნეა. რუსული ძალები ქალაქს ტანკების, ნაღმმტყორცნების და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით უტევენ.