გიგა ჭიკაძის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ კორდეირუმ Sherdog-თან საუბრისას ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და მისი ოქტაგონზე დაბრუნების პერიოდი დაასახელა.
ბრაზილიელის განცხადებით, ‘ქართველი ნინძას’ მომავალი მეტოქე, სავარაუდოდ, UFC-ის ქვესაშუალო წონის რეიტინგის მე-12 პოზიციაზე მყოფი სოდიქ იუსუფი იქნება.
ჭიკაძისა და იუსუფის ბრძოლა გასული წლის სექტემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ქართველის ტრავმის გამო დაპირისპირება არ შედგა. გიგა UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.