უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის "აღების" შესახებ ცრუ განცხადებებს ავრცელებს, რათა, მხარი დაუჭიროს მობილიზაციას და იმედი მისცეს რუსებს. მისი თქმით, რუსული აგრესია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსულ ამბიციებს წაგების გარდა სხვა ალტერნატივა არ ექნება.