უკრაინაში ომის 323-ე დღეა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის კონფლიქტის ყველაზე ცხელი კერა ქალაქი სოლედარია, სადაც გადამწვეტი ბრძოლები მიმდინარეობს.
CNN-ის ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზთან ახლოს იმყოფებიან აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. მათივე ცნობით, ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები.
ჟურნალისტების შეფასებით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს.