საქართველოს მესამე პრეზიდენტის, დედის, გიული ალასანიას შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა მმართველი პარტიის დეპუტატი ბექა დავითულიანი. მისი განმარტებით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტის დედა ადასტურებს სააკაშვილის რუსეთთან კავშირს.