მარველის ფანებს სასიხარულო სიახლე ელით — უკვე Ant-Man and the Wasp: Quantumania-ს მეორე ტრეილერიც გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს პოლ რადი, ევანჯელინ ლილი, ჯონათან მეიჯერსი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.
Ant-Man-ის პირველ ორ ფილმში, ანტიგმირები ძალაუფლებასა და მთელი სამყაროს მართვას კი არ ესწრაფოდნენ, არამედ პირადი სარგებელი უფრო ანაღვლებდათ, თუმცა კენგის პერსონაჟში ამჯერად ვხედავთ ბოროტმოქმედს, რომელსაც სურს, რომ დროის მმართველიც კი თავად იყოს. Quantumania სწორედ ამ ანტიგმირის გრძელვადიან გეგმებზე მოგვიყვება უფრო დეტალურად.
Quantumania ასევე პირველი ფილმია მარველის სამყაროში, რომელიც ერთი ოჯახის სამ თაობაზე გვიყვება. სკოტ ლენგი და მისი შვილი, კესი, რა თქმა უნდა, ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებიან. მათი ურთიერთობა იმ მხრივაც საინტერესო იქნება, რომ მამა-შვილს რამდენიმე წლის განმავლობაში არ უნახავს ერთმანეთი და ახლიდან უწევს ერთმანეთის გაცნობა და დაკარგული დროის შეძლებისდაგვარად ანაზღაურება.
ფილმი უპასუხებს მრავალ მნიშვნელოვან კითხვას, მათ შორის — რას აკეთებ მას შემდეგ, როცა სამყაროს განადგურებისგან. Quantumania-ს ერთ-ერთი მთავარი თემა კი დრო და მისი მნიშვნელობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ დაკარგული დროის დაბრუნება სურთ ყველაზე მეტად მთავარ გმირებს.ფილმის პრემიერა 2023 წლის 17 თებერვალს შედგება.