ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ხე, მათ შორის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა. ადგილზე შეზღუდული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაზიანდა ფოთშიც. სტიქიამ ფოთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივ მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.