ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის „ იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა, უწყების წარმომადგენლებს, სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკაც.