"ქართული ოცნება" ბენ ჰოჯესის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. პარტიის წევრების შეფასებით, აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჰოჯესი ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული. ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა განაცხადა, რომ უკვირს რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს და პირიქით, საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს.