ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში - ასეთი რიტორიკა პარტნიორებში ქმნის განწყობებს, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია - Palitra News

ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში - ასეთი რიტორიკა პარტნიორებში ქმნის განწყობებს, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია

2023-01-11 20:11:16+04:00

ყურადღების გადატანის მცდელობა და ანტიევროპული რიტოროკის გაგრძელება - ოპოზიცია „ხალხის ძალის“ ახალ გზავნილს ეხმაურება. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები აცხადებენ რომ სააკაშვილი აგენტია, მისი პატრონები კი ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობენ. ყოფილი თანაგუნდელების მიერ დასმული კითხვების შინაარსი გაიზიარა მმართველმა პარტიამ.