საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, გასტროენტეროლოგი დაიკითხა. მან როგორც დაცვის მხარის, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად ექსპრეზიდენტის დიაგნოზს შეეხებოდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომა 17 და 20 იანვარს გაიმართება.