პარიზში, Gare du Nord-ის რკინიგზის სადგურში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 6 ადამიანი დაჭრა. მედიის ცნობით, თავდასხმის მოტივი უცნობია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტრალა.