ამ ეტაპზე, 1000 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს - გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით ფაჩულიამ აღნიშნა, ყურადღებაა მიმართული, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.
ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებისგან, რომელიც გაუმართავია და არ აქვს ზამთრის საბურავები.