ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, მიმართულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ! - ეს შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, როცა აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისათვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, „ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება“.
ბენ ჰოჯესის განცხადებით, მას უჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს.