საქართველოს მთავრობამ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა და დაამტკიცა. კანონის განახლებული რედაქცია კი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მიმდინარე წელს წარედგინება.
კანონის ახალი რედაქციის მომზადების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა და მასზე საქსტატი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. კანონი არეგულირებს და მკაფიოდ განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სისტემაში ჩართულ სუბიექტებს - ეროვნულ ბანკს, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვადასხვა უწყებას“.
ამასთან, საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მზადებას იწყებს, რისთვისაც უწყების ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარი დაიხარჯება. მოსახლეობის აღწერა არა ტრადიციული, არამედ თანამედროვე მეთოდით ჩატარდება.
რას გულისხმობს აღნიშნული თანამედროვე მეთოდი და რა ცვლილებებს მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის განახლებული რედაქცია - თემაზე სასაუბროს "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე