გაზეთი Financial Times-ი წერს, რომ ჩინეთის მთავარი მიზანი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა. ჩინელ ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ იგეგმება ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა, რომელიც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ პეკინის მიერ რუსეთის მხარდაჭერამ დააზიანა.
ამ დროისათვის ჩინეთი ფიქრობს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან ომში გამარჯვებას. პეკინში ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამ ომიდან „მსოფლიო არენაზე ეკონომიკურად და დიპლომატიურად დასუსტებულ სახელმწიფოდ“ გამოვა. Financial Times-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არწმუნებს ევროპის მთავრობებს, რომ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად იყენებს, რათა ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაუშვას.