ჩინეთის მთავრობამ 2023 წლის პირველი ნახევრის საიმპორტო კვოტები დაამტკიცა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი 132 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტს გეგმავს, რაც 20%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.იმპორტის კვოტის ზრდა იმის მკაფიო ინდიკატორია, რომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იმატებს, რაც ნავთობსა და საწვავზე მოთხოვნის ზრდას იწვევს.
ბუნებრივია, ჩინეთში მოთხოვნის ზრდას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე, რადგან ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომხმარებელია. მისი ეკონომიკის აღდგენა საწვავის მოხმარებას მკვეთრად ზრდის, რაც ნავთობის ფასების ზრდას უწყობს ხელს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი ბრენტის ფასი 80 დოლარის ფარგლებშია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ძირითადად რუსულ ნავთობს მოიხმარს, ბარელი Urals-ის ფასი კი ბირჟაზე 52 დოლარს შეადგენს.