პუტინის გეგმები ზამთართან დაკავშირებით არ მართლდება, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროპას ენერგოკრიზისის გაღრმავებისგან ზომიერად ცივი ზამთარიც იცავს - ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის თანახმად, კლიმატთან ერთად ხელშემწყობი ფაქტორები - შემცირებული მოთხოვნა, ახალი მიმწოდებლები და თითქმის სრულად სავსე გაზის რეზერვებია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ევროპამ ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე უარესი ფაზა უკვე გაიარა. ხელშემწყობ ფაქტორებს შორის ასევე არის ჩინეთის საკითხიც, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო თხევად ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა შემცირებული იყო, რამაც თავის მხირვ მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია შეამცირა.
ამავე დროს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ნორვეგია გახდა, იმ ფონზე, როცა რუსული გაზის მიწოდება თითქმის სრულად შეწყვეტილია. ევროპაში გაზის მოხმარებაც მცირდება და მოსალოდნელია რომ ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება. ამასთან, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება.