უკრაინის გენშტაბი სოლედარში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია არ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გენერალური შტაბის ინფორმაციაში სოლედარი ნახსენებია მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ რაიონებს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგემ ბოლო 24 საათში დაცხრილა.