არის თუ არა სააკაშვილი უცხო ქვეყნის აგენტი? - "ხალხის ძალის" მტკიცებით, დასავლელი პარტნიორების ბოლო დღეების განცხადებები არის დასტური, რომ უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მიზანი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ სააკაშვილის საკითხის ლობირებაა.
"ხალხის ძალის" მიერ დასმულ კითხვებს ლეგიტიმურს უწოდებს "ოცნების გუნდი", ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან ისევ ანტიდასავლური რიტორიკის წარმოებაზე საუბრობს.