ეროპის ძიუდოს კავშრის ორგანიზებით ავსტრიაში ძუდოისტთა შეკრება მიმდინარეობს. მიტერსილში სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით სპორტსმენია თავმოყრილი ერთობლივ შეკრებას გადიან. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების წევრებიც. როგორც ერვოპის ძიუდოს კავშირის გამოქვეყნებულ სურათებიდან ჩანს ავრსტიაში იმყოფება ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გიორგი სარდალაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ლუკა მაისურაძე და სოფიო სომხიშვილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული სპორტსმენების გარდა იქ სხვებიც იმყოფებოდნენ.საქართველოს ნაკრები ამ შეკრებით იწყებს მსადებას მსოფლიო ტურნესთვის, რომელიც პოსრუგალიის გრანპრით აიღებს სტარტს. მაგრამ მანამდე ძიუდოისტებს ძალების მოსინჯვა საფრანგეთში, პარიზის გრანდ სლემზე მოუწევთ, რომელიც გრანდ სლემებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.
გასულ წელს ნაჩვენები კარგი შედეგის შემდეგ, რომელიც 18 ოქროს 14 ვერცხლს და 22 ბრინჯაოს გულისხმობს საქართველოს ნაკრები 2023 წელს რამდენიმა მნიშვნელოვან ტურნირს გამართავს, რომელიც პარიზის 2024 წლის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად გამოიყენება.