ბათუმში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო დღეს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ მსოფლიოს სამ გზისა და ევროპის ორ გზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 61 კილოგრამში ჩემპიონი გახდა შოთა ფარტენაძე, 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძე, 79 კილოგრამში ვლადიმერ გამყრელიძე, ხოლო 92 კილოგრამამდე მირიან მაისურაძე. 9 დეკემბერს ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს ედემი ბოლქვაძემ, რობერტ დინგაშვილმა, ავთანდილ კენჭაძემ, ტარიელ გაფრინდაშვილმა და გივი მაჭარაშვილმა.
ეს ტურნირი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს დაგეგმილი შეკრებებისთვის შემადგენლობის დასახელებისთვის გამოადგება, რის შემდეგაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეროვნული გუნდი.