გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხარკოვს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს.
კულებას თქმით, ხარკოვი არის წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლო, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორებისგან „საკმარისი დახმარებით“ უკრაინა გაიმარჯვებს.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ გერმანიის დახმარება გაგრძელდება.
“დღეს ანალენა ბერბოკი და მე ხარკოვს ვეწვიეთ, რომელსაც რუსეთმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა. ხარკოვი ახლა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პარტნიორებისგან საკმარისი დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანული სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება”, - წერს კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე.