უკრაინელ დეპუტატებს, ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე იგეგმება აღნიშნული სახალხო დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევაც.
ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს დაადასტურა.
“უკრაინის უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტო მოქალაქეობა ოთხი პირისთვის. ესენი არიან: ანდრეი ლეონიდოვიჩ დერკაჩი, ტარას რომანოვიჩ კოზაკი, რენატ რაველიოვიჩ კუზმინი და ვიქტორ ვოლოდიმროვიჩ მედვედჩუკი. თუ სახალხო დეპუტატები აირჩევენ ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში ჩასულ მკვლელებს, ჩვენი ქმედება შესაბამისი იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.