უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მორიგი ესკალაციისთვის ძალებს აგროვებს და უკრაინამ, პარტნიორებთან ერთად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რუსული აგრესია შეაჩეროს.
„თავისუფალ მსოფლიოს აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მიყვანისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის. ეს მნიშვნელოვანია გლობალური დემოკრატიისთვის, ყველა მათთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთი ძალებს აგროვებს მორიგი ესკალაციისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთის ბატონ-პატრონებისთვის ცხადი გახდეს ის, რომ მათ ვერანაირი ესკალაცია ვერ უშველის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ უკვე ოცდაათამდე მოლაპარაკება ჰქონდა პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან და წარმომადგენლებთან.
„ფაქტობრივად, ყოველდღე ვგრძნობ, როგორ იზრდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება დაძლიოს რუსული აგრესია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინისა და თავისუფლების დაცვაში! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის!“, - აღნიშნა ზელენსკიმ.