ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებები ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანია - Palitra News

ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებები ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანია

2023-01-11 09:07:08+04:00

ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანია ამერიკელი გენერლის, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის განცხადებებიც. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის აზრით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპას ჩამოგვაშოროს. დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, ხელისუფლებამ ყვლაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები ასეთი კრიტიკული განცხადებებით გამოვიდნენ .