ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დღეს გამოცხადდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს დებულება, რომელშიც მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების შერჩევა.მსურველებს განაცხადის გაკეთება 25 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.