მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობას ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აფასებენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის შეფასებით, მას დადებითი მოლოდინი არ გააჩნია და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას კვალვ ხელისუფლებას ანიჭებს. პარტია "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით კი, ეს პოლიტიკური პრცესია და საჭიროა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ხელისუფლების შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.