საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
წინა სხდომაზე სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა პროცესის ყოველდღიურად ჩატარების შუამდგომლობა დააყენეს.
მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, ამ რეჟიმში პროცესის ყოველდღიურად ჩატარებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. მოსამართლის თქმითვე, „ამდენ ინფორმაციას“ მიღება და გადამუშავება სჭირდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.