სერვისმა Spotify-მ დაასახელა ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც 3 მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა და ჯგუფ Imagine Dragons-ისა და ედ შირანის კომპოზიციებს გაუსწრო.აქამდე Spotify-ზე ყველაზე პოპულარული სიმღერები Imagine Dragons-ის Believer და ედ შირანის Shape of You იყო, თუმცა მათ კანადელი შემსრულებლის, The Weeknd-ის კომპოზიციამ Blinding Lights გაუსწრო.