ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო. BBC-ის ინფრომაციით, ბაიდენის ადვოკატების ჯგუფმა დოკუმენტები ეროვნულ არქივს სწორედ გასული წლის ნოემბერში გადასცა. საუბარია, ანალიტიკური ცენტრის სეიფში დაცულ ათ ფაილზე. მოკვლევაში ჩაერთო ფედერალური ბიურო, ასევე გენერალურ პროკურორს სთხოვეს, გაეცნოს დოკუმენტებს. CBS News-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ მასალები არ შეიცავს ბირთვულ საიდუმლოებს.