სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივ სამშვიდობო წვრთნებს წელს არ უმასპინძლებს, რადგან წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა. მანამდე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო წვრთნები სომხეთში გაიმართებოდა.