რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს, ამერიკას და ბრიტანეთს შორის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მისი თქმით, ეს არა კიევსა და მოსკოვს შორის, არამედ ამერიკასა და ბრიტიანეთის გაერთიანებისა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირება გახდა. პეტრუშევის მტკიცებით, დასავლეთის მიზანს რუსეთის დაშლა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობა წარმოადგენს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მტრების საპასუხოდ რუსეთი ეკონომიკურ და სამხედრო გაძლიერებას გააგრძელებს.