ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. ერთობლივ დეკლარციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება და მისი მიზანი საერთო პრობლემების გამკლავებაა. დეკლარაციის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამჟამად ნაოტოსა და ევროკავშირისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსეთი და მისი აგრესიული რეჟიმია.