სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. აუდიოჩანაწერის შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში აქტიურად საუბრობენ, ბაჩო დოლიძე განმარტავს რომ მას ჰქონდა ინფორმაცია გუნდის შიგნით ფარულ მოსმენების თაობაზე და ასევე მისთვის ცნობილი იყო აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ , ბაჩო დოლიძის განცხადებით "განსაკუთრებული აქტიურობით ამ მიმართულებით პარტიაში ვანო მერაბიშვილის ფრთა გამოირჩევა" ხელისუფლების შეფასებით ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება და პოლარიზაციაა რასაც მათივე განმარტებით ფარული მოსმენები და აუდიოჩანაწერების გასაჯაროებაც მიანიშნებს.