სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთობლივ სამშვიდობო წვრთნებს წელს არ უმასპინძლებს, რადგან წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.
„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე შეატყობინა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ ამ ვითარებაში სომხეთში მსგავსი წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ეს წვრთნები არ ჩატარდება სომხეთში, [მინიმუმ] მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უმასპინძლებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო წვრთნები სომხეთში გაიმართება.