ლეგენდარული მოდის სახლი Louis Vuitton იაპონელ არტისტთან, იაიოი კუსამასთან თანამშრომლობას აგრძელებს და ახალ კოლექციას აქვეყნებს, რომელიც კუსამას ფერადი წერტილებით არის გაფორმებული. Louis Vuitton-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, “ახალ კოლექციას ბრენდი კამპანიით აღნიშნავს, რომელშიც ყველაზე ცნობილი სუპერმოდელები მონაწილეობენ”, მათ შორის - ბელა ჰადიდი, დევონ აოკი, ჟისელ ბუნდქენი, კრისტი ტურლინგტონი, ფეი-ფეი სუნი, მალიკ ბოდიანი და მრავალი სხვა.
კამპანიისთვის გადაღებული ფოტოები იაპონელი არტისტისთვის სახასიათო ჰიპერრეალისტური წერტილებით არის დაფარული.აღსანიშნავია, რომ ეს Louis Vuitton-ის და კუსამას მეორე პროექტია. ბრენდმა არტისტთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, პირველი ერთობლივი კოლექცია კი 2012 წელს გამოვიდა.