ბანანის იმპორტი საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, გასული წლის 11 თვეში საქართველოში 25 635 400 აშშ დოლარის, 33 507 ტონა ბანანი შემოვიდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2009 წლიდან მოყოლებული.
საქართველოში ბანანის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა იყო ეკვადორია, საიდანაც იმპორტმა გასული წლის განმავლობაში 31 280 ტონა შეადგინა.
ეკვადორის გარდა შედარებით მცირე რაოდენობით ბანანი შემოვიდა ასევე თურქეთიდან, კოსტა-რიკადან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კოლუმბიიდან.