საქართველოში ოჯახების თითქმის 5% ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ რომ ქალაქში საკუთარი საცხოვრისი მოსახლეობის 7,6%-ს არ აქვს, სოფლად კი მხოლოდ 0,5%.
ამავე სტატისტიკით, ქვეყანაში შინამეურნეობების 93,1% საკუთარ ბინასა თუ სახლში ცხოვრობს. ქალაქად საკუთარი უძრავი ქონება ოჯახების 90,5%-ს აქვს, სოფლად კი 96,6%-ს. რაც შეეხება საცხოვრისის ტიპებს, შინამეურნეობების 58% მთელი ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალურ სახლში, ანუ კერძო ბინაში ცხოვრობს, 41,9% კი იზოლირებულ ბინაში.
ქალაქად კერძო სახლებს ოჯახების 30,4% ფლობს, სოფლად კი 94,1%. კიდევ უფრო საინტერესოა ამ კვლევის ის ნაწილი, რომელიც უძრავი ქონების ხანდაზმულობას ასახავს. კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 65,1% 1951-1990 წლებში დასრულებულ სახლებში ცხოვრობენ, 12,1% - 1950 წლამდე აშენებულ სახლებში, 4,2% - 1991-1995 წლებში აშენებულში, შინამეურნეობების მხოლოდ 0,8% ცხოვრობს 2016 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში.