საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალიდენლ პროცესზე გამოიკითხება ექიმი ჯეიმს კობი და ექიმი სტიუარტ ფინკელი, რითაც ამერიკელი ექსპერტების დაკითხვა დასრულდება.
როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, პენიტენციური სამსახური არ ცდილობს გაარკვიოს ავტორიტეტულ ექსპერტებთან, როგორი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ აღმოუჩინოს მას დახმარება.
„მიზანი არის ერთადერთი, რომელიც გუშინ სასამართლო სხდომაზე ცალსახად გამოჩნდა. ეს არის ვენდეტა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს კაცი განწირული ჰყავთ სასიკვდილოდ.
ხვალ გამოიკითხება ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი და ექიმი სტიუარტ ფინკელი, რომელიც გახლავთ გასტროენტეროლოგი. ამით დასრულდება ამერიკელი ექსპერტების დაკითხვა. კლინიკა „ვივამედიდან“ გამოძახებული გვეყოლება ზურაბ ჩხაიძე, ნინო ნადირაძე, თამარ დავარაშვილი. ასევე, მისი ერთ-ერთი მკურნალი ექიმი გასტროენტეროლოგი და ექთანი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.