პერუს ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილებს შორის 2 მოზარდია, 40-ზე მეტმა ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
ქალაქ ხულიაკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ.
ანტისამთავრობო გამოსვლები პერუში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა 34-ს შეადგენს.