უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას, ჩერვონოპოპოვკას, კუზმინოს და დონეცკის ოლქის სოლედარის, ბელოგოროვკას, პოდგოროდნოეს, ბახმუტის, კლიშჩეევკას, ვოდიანოეს, კურდიუმოვკას, მაიორსკის, მარინკასა და პობედას დასახლებებთან“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 63-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების ხარკოვის, ხერსონისა და კრამატორსკის და მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
„რუსული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით, ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის მიმართულებით. მათი ძალისხმევა კონცენტრირებულია ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში დონეცკის ოლქის აღებაზე, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.