საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 7 თებერვალს განაახლებს. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს წლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა. პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარიღს, ადმინისტრაციასთან ათანხმებს.